ბერლინში, ხალხმრავალ ქუჩაზე ავტომობილი შევარდა, რის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა

ბერლინში, ხალხმრავალ ქუჩაზე ავტომობილი შევარდა, რის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა

ბერლინში, ხალხმრავალ ქუჩაზე ავტომობილი შევარდა, რის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს განზრახ მოხდა თუ უბედური შემთხვევა იყო.

პოლიციის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მძღოლი, 29 წლის მამაკაცი ადგილზევე დააკავეს.

„ათზე მეტ დაშავებულთა შორის არიან მძიმედ დაშავებულებიც“, - განაცხადა პოლიციის სპიკერმა.