იტალია მსოფლიოს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთი შავ ზღვაზე უკრაინის პორტებს არ გაათავისუფლებს, მილიონობით ადამიანი შესაძლოა, შიმშილით მოკვდეს

იტალია მსოფლიოს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთი შავ ზღვაზე უკრაინის პორტებს არ გაათავისუფლებს, მილიონობით ადამიანი შესაძლოა, შიმშილით მოკვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება მილიონობით ბავშვის, ქალისა და მამაკაცის მძევლად აყვანას და სიკვდილით დასჯას ნიშნავს", - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნები და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მონაწილეობდნენ.
დი მაიომ დასძინა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება.

























