ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ18-კმ72 მონაკვეთზე ადიდდა ხევი, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ1-კმ18 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.