მედია - აშშ, პარტნიორებთან ერთად, უკრაინისთვის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებაზე მუშაობს

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებითა და სისტემებით უკრაინის უზრუნველყოფაზე მუშაობენ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
„მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ მას სანაპირო დაცვის გაუმჯობესებაში. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ უკრაინას სანაპირო თავდაცვის უპილოტო ხომალდებს მივაწვდით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და სისტემები მივაწოდოთ,“- განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

























