უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მიკოლაივის რეგიონში დაბომბვა გრძელდება

სამხრეთ მიკოლაივის რეგიონში დაბომბვა გრძელდება- ამის შესახებ მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი კიმი აცხადებს.
მისი თქმით, რუსულ საჰაერო იერიშებს ბოლო 24 საათის განმავლობაში ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქი ბაშტანკას ადმინისტრაციული შენობა, ამბულატორია, სტადიონი და რაიონის საკრებულო.
ის აღნიშნავს, რომ მიკოლაივის რეგიონში 3700-ზე მეტი შენობა დაზიანებული ან განადგურებულია.
„ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მაგალითად, გუშინწინ განადგურდა უკრაინის უმსხვილესი მარცვლეულის საწყობი“, - დასძინა მან.

























