უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ უკრაინული მედია სპეციალურ ვებგვერდზე „alerts.in.ua“-ზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი დროით, 20:15 საათის მონაცემებით, ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის გარდა, საჰაერო განგაში ყველგან გამოცხადდა.

მედიის ინფორმაციით, საჰაერო განგაშის გამოცხადება ნიშნავს, რომ სარაკეტო დარტყმების საფრთხეა, რის გამოც მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.