გორის მერია - კირბალში სკოლამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება

გორის მერია - კირბალში სკოლამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება

კირბალში სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. გორის მერიის ინფორმაციით, საპროექტო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც 1 563 ცენტრალური გზიდან იწყება და სკოლასთან სრულდება.

„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტმა ტენდერი პირველ ივნისს გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 404 510 ლარია.

რეაბილიტირდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და ჰორიზონტალური მონიშვნები“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.