მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის მოსახლეობას მიმართა, არ შეშინდნენ ოკუპანტების მიერ ცალკეული დასახლებული პუნქტების აღების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო

მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის მოსახლეობას მიმართა, არ შეშინდნენ ოკუპანტების მიერ ცალკეული დასახლებული პუნქტების აღების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა არ შეშინდნენ რუსი ოკუპანტების მიერ ცალკეული დასახლებული პუნქტების აღების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.

პოდოლიაკის თქმით, საომარი მოქმედებების დროს, ამის თავიდან არიდება შეუძლებელია, თუმცა ყოველი დაპყრობილი დასახლებული პუნქტი კვლავ უკრაინის იქნება.

„რაღაცას ვიბრუნებთ, რაღაცას ვთმობთ. რუსები მეტნი არიან, მათ მეტი ტექნიკა აქვთ. ცალსახაა, რომ ომი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. მაგრამ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ყოველი სოფელი, რომელსაც ჩვენ დროებით ვთმობთ, შემდეგ კი უკან ვიბრუნებთ, რუსეთს ძვირად უჯდებოდეს, რათა მათ ამ პროცესში ძალიან ბევრი დაკარგონ. ჩვენ ისინი უნდა დავქანცოთ, რომ მათ რეზერვები და რესურსები გაუთავდეთ“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, უკრაინის ყველა ტერიტორიის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ დაბრუნებას ცოტა მეტი დრო და მეტი რესურსი დასჭირდება.

„მუშაობენ პროფესიონალები. ველით იარაღს, ველით სანქციებს, რომლებმაც უნდა დაასრულოს რუსეთის ფედერაცია. ამის შემდეგ ყველაფერს აუცილებლად დავიბრუნებთ. ჩვენ ხომ უკვე აღარ შეგვიძლია ისე დასრულება, როგორც 2015 წელს, დავასრულებთ სხვაგვარად, დავასრულებთ უკრაინულად“,- განაცხადა პოდოლიაკმა.