ელგუჯა ბაგრატიონი თორნიკე რიჟვაძეს - აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში ეს ჯებირები რა უბედურებაა, დუმაში ვართ?

აჭარის უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. რიჟვაძე დეპუტატებს მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.
რიგგარეშე სხდომაზე, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეკითხვებით მიმართავენ.
სხდომის დასაწყისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა სიმბოლურად სხდომათა დარბაზში უკრაინისა და საქართველოს დროშები მიიტანა.

ამასთან, ოპოზიციის წევრებმა, სხდომათა დარბაზში თავმჯდომარესთან ბარიერის დადგმა გააპროტესტეს. ოპოზიციის წევრების განცხადებით, თავმჯდომარის ტრიბუნასთან ბარიერის აღმართვა საჭირო არ არის. მათი თქმით, უმაღლეს საბჭოში ფიზიკურ დაპირისპირებას არავინ აპირებს.
„რა საშიშროება ელოდებათ სხდომათა დარბაზში, რომ ეს მოიტანეს. ბატონო თორნიკე, პირობას გაძლევთ, რომ აქ ფიზიკურად ჩხუბს არ ვაპირებთ. გადაადგილების საშუალებას არ მაძლევს დაცვის სამსახური. ეს ჯებირები რა უბედურებაა, დუმაში ვართ?”- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

























