იაპონია კიდევ ორი რუსული ბანკის აქტივებს აყადაღებს

იაპონიის მთავრობამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის „როსელხოზბანკსა“ და “მოსკოვის საკრედიტო ბანკს”, ასევე ბელარუსის „განვითარებისა და რეკონსტრუქციის“ ბანკს სანქციები დაუწესა.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები გულისხმობს იაპონიაში აღნიშნული ბანკების აქტივების დაყადაღებას, ასევე მათი ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვას.
უწყების ინფორმაციით, სანქციები 7 ივნისიდან ამოქმედდება.

























