მედია - "აზოვსტალის" ქარხანაში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრები კიევში გადაასვენეს

მედია - "აზოვსტალის" ქარხანაში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრები კიევში გადაასვენეს

ათობით უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი, რომლებიც მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის დაცვის დროს დაიღუპნენ, კიევში გადაასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი, Associated Press-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელი სამხედრო მეთაურის, მაქსიმ ჟორინის თქმით, ცხედრების იდენტიფიცირება ახლა, დნმ-ის მეშვეობით მიმდინარეობს.

ალყაში მოქცეული ფოლადის ქარხანა თვეების განმავლობაში რუსული ძალების მიერ მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდა, უკრაინული მხარე კი - აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა. საბოლოოდ, სარდლობის ბრძანებით ისინი რუსულ ჯარებს დანებდნენ.