რუსეთის ელჩი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსეთის ელჩი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

მოსკოვის ბრალდებების საპასუხოდ რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის ბრალდებები, რომლის მიხედვითაც, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით იტალიური მედია ანტირუსულ პროპაგანდას აწარმოებს, უსაფუძვლოა.

ცნობისთვის, შაბათს, რომში რუსეთის საელჩომ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ნაწყვეტები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებიდან, სადაც ნახსენები იყო, რომ საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევა ხდება.

მოხსენებაში იტალიური მედია ანტირუსული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს და ბრალი მიკერძოებულობაში დასდეს.