აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე მთავრობის საქმიანობის ანგარიშს ხვალ წარადგენს

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე მთავრობის საქმიანობის ანგარიშს ხვალ წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ანგარიში უმაღლეს საბჭოს უკვე გადაეგზავნა. აჭარის მთავრობის საქმიანობის 2021-2022 წლის ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია ყველა სფეროში განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

























