სამხრეთ კორეის საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა

სამხრეთ კორეის საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია, მმართველი პარტია "ხალხის ძალის" ლიდერ ლი ჯუნ-სეოკის ხელმძღვანელობით, კიევის რეგიონს, მათ შორის ბუჩასა და ირპენს ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"დღეს, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია მმართველი პარტიის ლიდერის - ლი ჯუნ-სეოკის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით კიევის რეგიონს ეწვია. უცხოურმა დელეგაციამ ბუჩაში ნაწამები მშვიდობიანი მოსახლეობის საფლავები მოინახულა და ირპინის დანგრეული საცხოვრებელი უბნები დაათვალიერა", - წერს კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსი კულება.

მედიის ცნობით, ვიზიტის დროს, მხარეებმა კიევის რეგიონის რეკონსტრუქციის ფარგლებში თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების შესახებ განიხილეს.