რუსთავში აქცია სლოგანით - ,,გავიგუდეთ, ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ დასრულდა

რუსთავში აქცია სლოგანით - ,,გავიგუდეთ, ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ დასრულდა

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე სამოქალაქო მოძრაობა ,,გავიგუდეთ" მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ხელმოწერები შეაგროვეს.

როგორც აქციის ორგანიზატორმა თინათინ მაღედანმა განაცხადა, რუსთაველების ხელმოწერებს მოთხოვნებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გააგზავნიან.

აქციის ორგანიზატორებს კი როგორც ისინი აცხადებენ, სამინისტროსთან შემდეგი მოთხოვნები აქვთ: აღსრულდეს ჰაერისდაცვითი კანონმდებლობა, რომელიც ძალაში ერთი წლის წინ 1 ივნისს შევიდა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნოს გეგმა-გრაფიკი, რომელ საწარმოს კონკრეტულად როდის ექნება ფილტრები და თვითმონიტორინგის სისტემა; სამოქალაქო სექტორი უფრო აქტიურად ჩართოს საწარმოებთან შეხვედრებში და გაზარდონ მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულების ხარისხი; ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფი გახდეს უფრო ქმედითი; გაიზარდოს საწარმოების კონტროლი და არაგეგმური ინსპექტირებების რაოდენობა.

საპროტესტო აქცია სლოგანით - ,,გავიგუდეთ, ვითხოვთ სუფთა ჰაერს - შენს ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს სამოქალაქო მოძრაობა ,,გავიგუდეთ" მიერ სოციალურ ქსელში დაანონსდა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები კოსტავას გამზირზე ,,პირამიდასთან" შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედნამდე სამანქანე გზაზე სასტვენებით ფეხით მსვლელობა მოაწყვეს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად დროებით პარალიზებული იყო.