უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი უნგრეთის პარლამენტის სპიკერისგან ჯანმრთელობის ცნობის გასაჯაროებას მოითხოვს

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი უნგრეთის პარლამენტის სპიკერისგან ჯანმრთელობის ცნობის გასაჯაროებას მოითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პარლამენტის სპიკერისგან, ლასლო კევერისგან ელოდება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ „უნიანი“ უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელზე ოლეგ ნიკოლენკოზე დაყრდნობით წერს.

„ბატონი კევერის სიტყვების სამომავლო შეფასება პირდაპირ არის დაკავშირებული იმ დასკვნაზე, რომელიც ცნობაშია დაფიქსირებული“, - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, უნგრელი პოლიტიკოსები დაჟინებით განაგრძობენ უკრაინისთვის ტალახის სროლას და რუსეთის დანაშაულის გათეთრებას.

„ასეთი პოზიცია უკვე აღარ გვაკვირვებს, რადგან ისტორიულად, უნგრეთი არაერთხელ ორიენტირდებოდა ბოროტების მხარეს“ , - განაცხადა ნიკოლენკომ.

სააგენტოს მიხედვით, 4 ივნისს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნგრეთის პარტლამენტის სპირკერმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნები, როდესაც დახმარებას საჭიროებენ, მათი ლიდერები დახმარების თხოვნით გამოდიან და არა მოთხოვნებითა და მუქარით. ამგვარად, მან უკრაინის პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ზელენსკიმ ხმა აიმაღლა არა მხოლოდ ოფიციალურ ბუდაპეშტთან, არამედ გერმანიის კანცლერთან საუბრისასაც და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ფსიქიკური პრობლემები აქვს. მანვე განაცხადა, რომ ემუქრებიან მტერს და არა მას, ვისთანაც მეგობრობა სურთ.