ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მარნეულში სპექტაკლი წარადგინა

თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მარნეულს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ესტუმრა.
მარნეულის მერის, კენან ომაროვის ინიციატივითა და მხარდაჭერით, კულტურის ცენტრში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „ფიროსმანი" წარსდგა.
აღნიშნულ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

























