დმიტრო კულება მაკრონის განცხადებაზე - რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებებს მხოლოდ საფრანგეთის და ყველა სხვა ქვეყნის დამცირება შეუძლია

დმიტრო კულება მაკრონის განცხადებაზე - რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებებს მხოლოდ საფრანგეთის და ყველა სხვა ქვეყნის დამცირება შეუძლია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოწოდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პუტინის "შეცდომის" მიუხედავად, არ უნდა მოხდეს რუსეთის დამცირება.

„რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებებს მხოლოდ საფრანგეთის და ყველა სხვა ქვეყნის დამცირება შეუძლია. იმიტომ რომ რუსეთი, საკუთარ თავს თავად იმცირებს. ჩვენ ყველამ სჯობს ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ დავაყენოთ რუსეთი თავის ადგილზე. ეს მშვიდობას მოიტანს და გადაარჩენს სიცოცხლეს“, - წერს კულება Twitter-ზე.