უკრაინამ რუსული არმია, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ოფისების, ლაბორატორიებისა და სახელოსნოების გაძარცვასა და დანგრევაში დაადანაშაულა

უკრაინამ რუსული არმია, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ოფისების, ლაბორატორიებისა და სახელოსნოების გაძარცვასა და დანგრევაში დაადანაშაულა

უკრაინამ რუსული არმია, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ოფისების, ლაბორატორიებისა და სახელოსნოების გაძარცვასა და დანგრევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგური 1986 წელს, რეაქტორის კატასტროფის შემდეგ გაუქმდა და იგი მეთვალყურეობის ქვეშ არის. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ადგილზე რადიაციის დონე ნორმალურია და რეაქტორის აღჭურვილობა არ დაზიანებულა.

როგორც ცნობილია, რუსული ჯარები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე 5 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი - 31 მარტს უკრაინული ძალების კონტრშეტევის შედეგად, რუსულმა ძალებმა ტერიტორია დატოვეს.

ელექტროსადგურის საინფორმაციო დირექტორმა ვიტალი მედვედმა BBC-ს განუცხადა, რომ რუსებმა მოიპარეს 1000-ზე მეტი კომპიუტერი, მანქანები და რადიაციის დოზიმეტრები.

ჩერნობილის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი სეიდა ზარალს 44 მილიონ ფუნტ სტერლინგად (54 მილიონი აშშ დოლარი) აფასებს და აცხადებს, რომ ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის დიდი სარემონტო სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. აღნიშნული სამუშაო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) და სხვა პარტნიორების დახმარებას საჭიროებს.