დმიტრო კულება - უკრაინა მზადაა, ოდესის პორტიდან ექსპორტის აღსადგენად აუცილებელი პირობები შექმნას - საკითხავი ისაა, როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთმა სავაჭრო გზა, თავდასხმისთვის ბოროტად არ გამოიყენოს

უკრაინა მზადაა, ოდესის პორტიდან ექსპორტის აღსადგენად აუცილებელი პირობები შექმნას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, გარანტიები, რომ ოდესის პორტზე თავდასხმები არ მოხდება, რუსეთისგან არ აქვს.

„უკრაინა მზადაა, ოდესის პორტიდან ექსპორტის აღსადგენად აუცილებელი პირობები შექმნას. საკითხავი ისაა, როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთმა სავაჭრო გზა, ოდესაზე თავდასხმისთვის ბოროტად არ გამოიყენოს. რუსეთისგან ჯერ არანაირი გარანტია არ არის. ჩვენ, გაეროსა და პარტნიორებთან ერთად გადაწყვეტილებებს ვეძებთ”, - წერს კულება.