უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ცნობით, ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეში მდებარეობს, „სათადარიგო ნაწილების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის“

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ცნობით, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონში, ზაპოროჟიეში მდებარეობს, სათადარიგო ნაწილების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„ქარხანაში სტაბილური და უსაფრთხო ოპერაციების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, კრიტიკული მდგომარეობა შეიქმნა. სათადარიგო და სახარჯო მასალები პრაქტიკულად არ არის დარჩენილი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთს აქვს დაკავებული, თუმცა ატომურ ელექტროსადგურს უკრაინელი ტექნიკოსები აკონტროლებენ.

























