გორში, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია ჩატარდება

გორში, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია ჩატარდება

გორში, სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქუჩა, რომლის სიგრძეც 210 მეტრია, კომბინატის დასახლებაში მდებარეობს.

ამასთან, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი პირველ ივნისს გამოაცხადა.

მერიის ცნობით, გორის ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, იგეგმება ტროტუარის რეაბილიტაციაც.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 221 035 ლარია.