Sky News - შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ სამხედრო ჰაკერებმა უკრაინის მხარდასაჭერად კიბეროპერაციები ჩაატარეს

კიბერსარდლობამ, რომელიც აშშ-ს სამხედრო ჰაკერული განყოფილებაა, უკრაინის მხარდასაჭერად, შეტევითი კიბეროპერაციები განახორციელა. აღნიშნული სარდლობის ხელმძღვანელმა დაადასტურა.
„ჩვენ ჩავატარეთ ოპერაციების სერია მთელი სპექტრით: შეტევითი, თავდაცვითი, და საინფორმაციო ოპერაციები“, - განაცხადა გენერალმა პოლ ნაკასონემ Sky News-თან ინტერვიუში.
მედიის ცნობით, ეს აშშ-ს სამხედრო მაღალჩინოსნებისგან ჰაკერული ოპერაციების შესახებ, იშვიათი საჯარო აღიარებაა, რადგან მსგავსი ოპერაციები, როგორც წესი, ხშირად საიდუმლოებით არის მოცული.

























