ირლანდიის სენატი რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აფასებს

ირლანდიის სენატი რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აფასებს

ირლანდიის სენატმა რეზოლუცია მიიღო, სადაც ის რუსეთის ფედერაციის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერი მარკ დეილი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის უკანონო შეჭრა უკრაინაში გენოციდის აქტია.

ირლანდიის სენატმა მიიღო რეზოლუცია გენოციდის შესახებ რუსეთის მხრიდან უკრაინაში“,- განაცხადა დეილიმ.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროების მოქმედებები პასუხობს გენოციდის კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილია გაეროს კონვენციით. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

სენატმა მოუწოდა ქვეყნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეინარჩუნონ და გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.