ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სასამართლო პროცესი დღეს, 17:00 საათზე გაიმართება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაია განიხილავს.
გამოძიება, გალიფ ოზთურქს „სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა- შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, დაკავებულ გალიფ ოზთურქს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატები დღევანდელ პროცესზე სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ.

























