მედია - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთსა და შვედეთში ელჩები შეცვალა

მედია - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთსა და შვედეთში ელჩები შეცვალა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთსა და ფინეთში ელჩები შეცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია Resmi Gazete-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ფინეთში თურქეთის ელჩად დენის ჩაქარი, შვედეთში კი - ქან თეზელი დაინიშნა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ერდოღანმა ახალი ელჩები 25 ქვეყანაში დანიშნა.

შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ფონზე, ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები 18 მაისს ოფიციალურად შეიტანეს. ანკარა ამ ქვეყნებს თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მფარველობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.