ლვოვის ოლქზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ლვოვის ოლქზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ლვოვის ოლქზე ღამის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდასხმის სამიზნე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იყო. როგორც რეგიონულმა ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა რკინიგზის ობიექტები და ბევრი მატარებლის რეისი გადაიდო.