უკრაინაში, დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, ცარიელი სასკოლო ავტობუსების სკამებზე სათამაშოები განათავსეს

უკრაინაში, დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, ცარიელი სასკოლო ავტობუსების სკამებზე სათამაშოები განათავსეს

უკრაინაში ომში დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად სიმბოლური ღონისძიება გაიმართა, რომლის დროსაც ცარიელი სასკოლო ავტობუსების სკამებზე სათამაშოები განათავსეს.

ემოციური აქცია - „ექსკურსია, რომელიც არასოდეს ჩატარდება” ქალაქ ლვოვში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ქუჩებში აღმართეს საგზაო ნიშნები : „ფრთხილად! ბავშვები!“.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 261 ბავშვი დაიღუპა.