3 ივნისს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Upgaming-ი HR ჰაბთან ერთად დასაქმების ფესტივალს მასპინძლობს

3 ივნისს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Upgaming-ი HR ჰაბთან ერთად დასაქმების ფესტივალს მასპინძლობს

3 ივნისს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Upgaming-ი HR ჰაბთან ერთად დასაქმების ფესტივალს მასპინძლობს, რომელზე მისულ სტუმრებსაც შესაძლებლობა ექნებათ, Upgaming-ის სტენდთან თანამედროვე ტექნოლოგიურ პროფესიებთან დაკავშირებით შეთავაზებებს გაეცნონ.

ამასთან, Upgaming-ი აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერ კომპანიაში მიიღონ გამოცდილება.

როგორც Upgaming-ის წარმომადგენლები აანონსებენ, სტენდთან მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს: დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გააზიარებენ. დაინტერესებული პირები Upgaming-ის თანამშრომლებისგან მიიღებენ სხვადასხვა რჩევასა და რეკომენდაციას.

Upgaming-ი მისულ სტუმრებს ვაკანსიების გარდა სხვადასხვა გათამაშებაში ჩართვას და საინტერესო საჩუქრების მოგებასაც სთავაზობს, რისი შანსიც ყველას მიეცემა:

"Upgaming-ის სტენდთან მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა თამაშში და უამრავ საჩუქართან ერთად მოიგონ ელექტრო სკუტერი, ყურსასმენები და სმარტ საათი,“ - აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.

ჩამოთვლილ შეთავაზებებთან ერთად, გათვალისწინებულია საგანმანათლებლო კომპონენტიც, რაც კომპანიის სპეციალისტების მხრიდან საინტერესო თემების განხილვას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, თავიანთ სფეროში წარმატებული პროფესიონალები აუდიტორიას შემდეგ აქტუალურ საკითხებზე თავიანთ გამოცდილებასა და რეკომენდაციებს გაუზიარებენ:

  • მომავლის პროფესიები და წარმატებული გასაუბრება: მარიამ ზუმბაძე - HR ჯენერალისტი; ლერი მდინარაძე - HR ბიზნეს პარტნიორი;
  • როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ კარიერა Back-end/ Front-end დეველოპმენტში და როგორ შევქმნათ ციფრული პროდუქტი Agile გუნდით: თენგო თვალაბეიშვილი - უფროსი Back-end დეველოპერი; დავით კურცხალია - Front-end დეველოფმენთის მიმართულების ხელმძღვანელი და თათა ჯანიაშვილი - უფროსი IT პროექტების მენეჯერი;
  • როგორ იქმნება საერთაშორისო ბრენდი ციფრულ სამყაროში: გოგა ბიბილური - ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი და რუსა ადამია - მარკეტინგის სპეციალისტი.
  • როგორია ვიზუალური კომუნიკაცია ტექნოლოგიურ კომპანიაში და როგორია UI/UX-ის თანამედროვე ტენდენციები? - თაკო თუაშვილი - უფროსი გრაფიკული დიზაინერი და გიორგი რურუა - ციფრული პროდუქტების უფროსი დიზაინერი.

სპიკერების მრავალფეროვანი გამოცდილება საშუალებას მოგცემთ განხილულ საკითხთან დაკავშირებით ზოგადი წარმოდგენა შეიქმნათ და გადაწყვიტოთ, რომელი გუნდი და საქმიანობის სფერო არის თქვენთვის უფრო შესაფერისი.

Upgaming-ის სპონსორობით, „წარმატების კუთხე“ სტუმრებს ვაკის პარკში 15:00 საათიდან 20:00 საათამდე ელოდება.

(R)