რუსულმა ძალებმა დასავლეთ უკრაინაში რკინიგზა დაბომბეს

რუსულმა ძალებმა დასავლეთ უკრაინაში რკინიგზა დაბომბეს

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსულმა ძალებმა დასავლეთ უკრაინაში რკინიგზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

თავდასხმა ბესკიდის გვირაბთან კარპატების მთებში მოხდა - სლოვაკეთის საზღვრიდან არც თუ ისე შორს.

ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ დაშავებულია ორი ადამიანი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განმარტებით, თავდასხმის მიზანი სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხება და მოკავშირეებისგან საწვავის და იარაღის მიწოდების შეფერხება იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, რკინიგზის თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ არის. თავდასხმის შედეგად შეფერხებულია სამი სამგზავრო მატარებლის მოძრაობა.