ირლანდიის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა გენოციდად აღიარა

ირლანდიის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა გენოციდად აღიარა

ირლანდიის სენატმა 1 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრა გენოციდად აღიარა.

„რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული ქმედებები შეესაბამება გენოციდის კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრულია გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ გაეროს კონვენციაში“, - ნათქვამია რეზოლუციაში.