მარნეულის მერმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

მარნეულის მერმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მოადგილეებთან ერთად, მიულოცა.

სკვერში ,„კიდევაც დაიზრდებიან“ ღონისძიება „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“ ფარგლებში, მოეწყო გასართობი სივრცე, გასაბერი ბატუტით და ატრაქციონით, გაიმართა მხიარული სტარტები და ანიმატორების შოუ.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში გაგრძელდა. სპეციალურად მარნეულელი ბავშვებისთვის იტალიური ქუჩის წარმოდგენა Teatro Bislacco – TotemTango და Sebastian Burrasca გაიმართა. დღის ბოლოს მაყურებელთა წინაშე კონცერტით მარნეულის კულტურის ცენტრის ვოკალური სტუდიის აღსაზრდელები და ბენდი Mead Night წარსდგა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.