Reuters - რუსეთი აცხადებს, რომ ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონის“ ტესტირება დაასრულა

Reuters - რუსეთი აცხადებს, რომ ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონის“ ტესტირება დაასრულა

რუსეთი აცხადებს, რომ ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა „ცირკონის“ ტესტირება დაასრულა და წლის ბოლომდე, მას ჩრდილოეთის ფლოტის ახალ ფრეგატზე განათავსებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

Reuters-ის ცნობით, ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურმა ალექსანდრე მოისეევმა განაცხადა, რომ „ადმირალ გოლოვკოს“ ფრეგატი პირველია, რომელიც „ცირკონით“ სრულად შეიარაღებული იქნება.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ცირკონი“ შეაფასა, როგორც ახალი თაობის შეუდარებელი იარაღის სისტემების ნაწილი.