უკრაინის გენერალური პროკურორი - ომის დაწყების შემდეგ ომის 15000-მდე სავარაუდო დანაშაული დაფიქსირდა

უკრაინის გენერალური პროკურორი - ომის დაწყების შემდეგ ომის 15000-მდე სავარაუდო დანაშაული დაფიქსირდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან ომის 15000-მდე სავარაუდო დანაშაული დაფიქსირდა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ ჟურნალისტებს ჰააგაში განუცხადა.

მისი თქმით, იდენტიფიცირებულია დაახლოებით 600 ეჭვმიტანილი და სისხლის სამართლებრივი დევნა 80 პირის წინააღმდეგ დაიწყო.

„ეჭვმიტანილთა სიაში შედიან რუსეთის მაღალი რანგის სამხედრო პირები, პოლიტიკოსები და პროპაგანდისტული აგენტები", - აღნიშნა ვენედიქტოვამ.

მისივე თქმით, ომის 15 000-მდე დანაშაულიდან, რამდენიმე ათასი დონბასის რეგიონში დადაფიქსირდა.

გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ომის სავარაუდო დანაშაულები მოიცავს ადამიანების შესაძლო იძულებით გადაყვანას რუსეთის სხვადასხვა ნაწილში, წამებას, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას.

ცნობისათვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში გამომძიებელთა დიდი ჯგუფი გააგზავნა. მათი მიზანია ქვეყანას გამოძიებაში დაეხმარონ.