რომის პაპმა უკრაინასა და ომით დაზარალებულ სხვა ადგილებში მშვიდობისთვის ლოცვა აღავლინა

რომის პაპმა ფრანცისკემ დღეს უკრაინასა და ომით დაზარალებულ სხვა ადგილებში მშვიდობისთვის საერთაშორისო ლოცვა აღავლინა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გამართულ წირვას ათასამდე ადამიანი დაესწრო.
მლოცველები ლოცვას მთელი მსოფლიოდან, მათ შორის უკრაინიდან, ერაყიდან და სირიიდან ვირტუალურად შეუერთდნენ.
რომში აღვლენილ ღვთისმსახურებას უკრაინის ელჩი წმინდა საყდართან (ვატიკანი) ესწრებოდა.
85 წლის პონტიფიკოსმა „მშვიდობის დედოფალ მარიამის“ ქანდაკების წინ ილოცა.

























