ოლაფ შოლცი - სანქციებს გააჩნია მკაფიო მიზანი - აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს ომი

ოლაფ შოლცი - სანქციებს გააჩნია მკაფიო მიზანი - აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს ომი

ევროკავშირის მიერ მიღებული ემბარგო რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე, იმპორტის 90 %-ს შეეხება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სპეციალური სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„სანქციების მეექვსე პაკეტი შეთანხმებულია. მასში ჩავრთეთ რუსული ნავთობის ემბარგოც. ესეც შეიტანს წვლილს იმაში, რომ რუსეთის ქმედებებს მოყვეს შედეგები, რომლებიც იქნება არსებითი მისი ეკონომიკის განვითარებისთვის. სანქციებს გააჩნია მკაფიო მიზანი - აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს ომი, გაიყვანოს თვისი ჯარი და მოილაპარაკოს უკრაინასთან სამართლიან მშვიდობაზე. ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ემბარგო ეხება რუსული ნავთობის 90 %-ს“ , - განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, გამონაკლისი გაკეთდა ნავთობსადენისთვის, რომლითაც რუსული ნავთობი მიეწოდება ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას.

მისი თქმით, ეს აუცილებელი იყო, ვინაიდან, გარდამავალი ზომები, რომელთა მიღება საჭირო იყო ამ ქვეყნებისთვის, შეუძლებელია სწრაფად იყოს გატარებული.

კანცლერის თქმით, გერმანია და პოლონეთი მიუხედავად ევროკავშირის მიერ სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილებისა, განაგრძობენ ძალისხმევას, რომ წლის ბოლომდე უარი თქვან რუსულ ნავთობპროდუქტებზე.