დანიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ "გაზპრომი" ქვეყანას გაზის მიწოდებას 1 ივნისიდან შეუწყვეტს

დანიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Ørsted-მა დაადასტურა, რომ რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი "გაზპრომი" ქვეყნისთვის გაზის მიწოდებას 1 ივნისიდან მას შემდეგ შეწყვეტს, რაც Ørsted-მა ბუნებრივი აირის რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადა.
დანიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ შესაძლოა რუსული გაზის მიწოდება შეუწყდეთ.
მათივე თქმით, ისინი მტკიცედ დგანან საკუთარ პოზიციაზე, არ გადაიხადონ საფასური რუბლში.
როგორც Ørsted-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მადს ნიპერმა განაცხადა ისინი ამ სცენარისთვის ემზადებოდნენ.
ევროპული ანალიტიკური ცენტრის Bruegel-ის თანახმად, დანიის მთლიანი ენერგიის მოხმარების დაახლოებით 4% რუსულ გაზზე მოდის.
ცნობისთვის, ფინეთს, პოლონეთსა და ბულგარეთს უკვე შეუწყდათ რუსული გაზის მიწოდება ბუნებრივი აირის რუბლით გადახდაზე უარის თქმის გამო. გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა გაზის მიწოდება ნიდერლანდებსაც შეუჩერა. შეგახსენებთ, ამა წლის მარტში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „არამეგობრულ“ ქვეყნებს რუბლში მოუწევთ გაზის საფასურის გადახდა, მაშინ როცა კონტრაქტებში ბუნებრივი არის გადასახდელად ევრო ან დოლარია მითითებული.

























