მარნეულის მერი მარადისში USAID-ის პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

მარნეულის მერი მარადისში USAID-ის პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

მარნეულის მერი კენან ომაროვი სოფელ მარადისში, USAID-ის პროექტ „კარტოფილის პროგრამა საქართველოში“, მწვანე გაჩერებების ტურის ფარგლებში, ღონისძიებას დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სექტორის ხელშეწყობა და კარტოფილის ჩითილების ადგილობრივი წარმოება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კარტოფილის ჩითილების 10 სასათბურე მეურნეობა ფუნქციონირებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე და USAID-ის წარმომადგენელი ანი სტიდი.