თელავში ისტორიულ ძეგლებზე QR კოდები, ასევე ორ ლოკაციაზე QR კუბები განთავსდა

თელავში ისტორიულ ძეგლებზე QR კოდები, ასევე ორ ლოკაციაზე QR კუბები განთავსდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ თელავში ისტორიულ ძეგლებზე QR კოდები, ასევე ორ ლოკაციაზე QR კუბები განთავსდა.

მათივე ცნობით, QR კოდის მეშვეობით შესაძლებელია, ორ ენაზე (ქართული, ინგლისური), ელექტრონულ რეჟიმში ქალაქში არსებულ ყველა ისტორიულ ძეგლზე ინფორმაცია მიიღოთ.

QR კუბების მეშვეობით კი სხვადასხვა სახის ინფორმაციას შემდეგი მიმართულებებით გაეცნობით: თელავის ისტორიული ძეგლები, თელავის ფოტომატიანე, საერთაშორისო ტურნირები, ფესტივალები, ვირტუალური ტური, საინფორმაციო გიდი, ელექტრონული წიგნები,

„პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას და ისტორიული ძეგლების ცნობადობის გაზრდას და პოპულარიზაციას.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: telaviin.ge,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.