ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო - სევეროდონეცკში ათასობით მოქალაქეა ჩარჩენილი, მათ წყალზე, საკვებზე და მედიკამენტებზე საკმარისი წვდომა არ აქვთ

ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო - სევეროდონეცკში ათასობით მოქალაქეა ჩარჩენილი, მათ წყალზე, საკვებზე და მედიკამენტებზე საკმარისი წვდომა არ აქვთ

ქალაქ სევეროდონეცკში ათასობოთ მოქალაქეა ჩარჩენილი და მათ წყალზე, საკვებზე, მედიკამენტებსა და ელექტროენერგიაზე საკმარისი წვდომა არ აქვთ, - ამის შესახებ ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დახმარების სააგენტოს გენერალურმა მდივანმა, იან ეგელანდმა განაცხადა.

მისი თქმით, მუდმივი დაბომბვის გამო მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებულია, თავი თავშესაფრებსა და სარდაფებს შეაფაროს. მანამდე, ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სევეროდონეცკის დაბომბვის გამო მოსახლეობის ევაკუაცია შეჩერებულია.

მისი თქმით, ქალაქში, შესაძლოა, 15 000-მდე მოქალაქე იყოს ჩარჩენილი.