ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის პოლიტიკური მიზანი დონბასის მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა, ამის მისაღწევად მას რთული ოპერაციული მიზნების განხორციელება სჭირდება

ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის პოლიტიკური მიზანი დონბასის მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა, ამის მისაღწევად მას რთული ოპერაციული მიზნების განხორციელება სჭირდება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიზანი დონბასის სრული ოკუპაციაა.

„რუსეთის მიერ ლიმანის დაკავება ხელს უწყობს მის ძირითად ოპერაციულ ძალისხმევას, რაც, სავარაუდოდ, სევეროდონეცკის ალყაში მოქცევა და ლუგანსკის ოლქში უკრაინული ძალების გარშემო ტაქტიკური ზონის ჩაკეტვაა. მძიმე დაბომბვა გრძელდება, ხოლო ქალაქ სევეროდონეცკის გარეუბნებში, სავარაუდოდ, ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე შეფასებით, რუსეთს, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რთული ამოცანების შესრულება მოუწევს.

„რუსეთის პოლიტიკური მიზანი, სავარაუდოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიის ოკუპაციაა. ამ მიზნის მისაღწევად, რუსეთს სჭირდება რთული ოპერაციული მიზნების განხორციელება სევეროდონეცკის მიღმა, მათ შორისაა მნიშვნელოვანი ქალაქი კრამატორსკი და დნიპრო-დონეცკის ავტომაგისტრალი - M04,“- ნათქვამია ანგარიშში.