ინტერ გაზი განცხადებას ავრცელებს

2022 წლის 1 ივლისიდან შპს „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 (ერთი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.
ფასის კორექტირების აუცილებლობა განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების ფასის ცვლილებით.
უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადგენილი.
(R)

























