უნგრეთის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე - ამ მომენტისთვის საერთოდ არ არის კომპრომისი, საერთოდ არ არის შეთანხმება

უნგრეთის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე - ამ მომენტისთვის საერთოდ არ არის კომპრომისი, საერთოდ არ არის შეთანხმება

ამ მომენტისთვის საერთოდ არ არის კომპრომისი, საერთოდ არ არის შეთანხმება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ნავთობზე ემბარგოსაც უნდა ითვალისწინებდეს.

„ახლახანს მივიღე ტექსტი და არ არის შეთანხმება, რა თქმა უნდა. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვართ ძალიან რთულ ვითარებაში“,- განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, უნგრეთს სჭირდება გარანტიები, რომ ის შეძლებს ნავთობის შეძენას ზღვით, თუ რუსეთის ნავთობის მიწოდება შეწყდება.

„რაც არის ჩვენთვის პრობლემა და რის გამოც ვიბრძვით, არის ის, რომ თუ რამე დაემართება რუსულ ნავთობს, რომელიც მილსადენით მოგვეწოდება, თუ ნავთობი აღარ მოგვეწოდება, მაშინ უნდა გვქონდეს უფლება, რომ ზღვით შევიძინოთ. ეს არის გარანტიები, რომლებიც გვჭირდება“,- განაცხადა ორბანმა.