საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩაში - არ შეიძლება ასეთი ქმედებები დაუსჯელი დარჩეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა, უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა.
„ვიმყოფებოდი ბუჩას მერთან და გუბერნატორთან ერთად, რათა, საფრანგეთის სახელით, დამეგმო რუსული ძალადობა, პატივი მიმეგო მსხვერპლთათვის და გამელაშქრა დაუსჯელობის წინააღმდეგ. ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს“, - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, კატრინ კოლონა უკრაინას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.

























