ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - პუტინი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს, რადგან უკრაინის მიმართ ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერა ურყევია

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განაცხადებით, უკრაინის მიმართ ნატოს მხარდაჭერა ურყევია.
„უკრაინის ომში მომხდარი სისასტიკე და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი ვლადიმერ პუტინის უპირობო გმობას იწვევს. პუტინი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს, რადგან უკრაინის მიმართ ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერა ურყევია“, - აღნიშნა სანჩესმა მადრიდში, ესპანეთის ნატო-ში გაწევრიანების 40 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
ესპანეთის პრემიერის განცხადებით, ნატოს ერთიანობა საუკეთესოა უკრაინის ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
„პუტინი ცდილობს დაბლოკოს უკრაინის ლეგიტიმური მისწრაფებები დემოკრატიისკენ წინსვლისკენ. ის ამას აკეთებს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, საფრთხე, რომელსაც დემოკრატია წარმოადგენს მისი რეჟიმისთვის არის ის, რისიც მას ნამდვილად ეშინია", - აღნიშნა პედრო სანჩესმა.

























