ჯოზეფ ბორელი შიშობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება დროში მნიშვნელოვნად გაიწელოს და აქედან გამომდინარე, რუსეთზე შემდგომი სასანქციო წნეხის წინადადებით გამოვიდა

ჯოზეფ ბორელი შიშობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება დროში მნიშვნელოვნად გაიწელოს და აქედან გამომდინარე, რუსეთზე შემდგომი სასანქციო წნეხის წინადადებით გამოვიდა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი შიშობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება დროში მნიშვნელოვნად გაიწელოს. აქედან გამომდინარე ბორელი რუსეთზე შემდგომი სასანქციო წნეხის წინადადებით გამოვიდა. ამის შესახებ მან რადიო France Info-ს ეთერში განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავძლოთ. ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთის ფედერაციის მოქმედების აგრესიულობა სულ უფრო გაიზრდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის უზრუნველყოფა სახსრებით ბრძოლისთვის და ასევე უნდა განვახორციელოთ ეკონომიკური წნეხი რუსეთზე“,- განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, „რუსეთის ეკონომიკამ უკვე დაიწყო გაჩერება“ და შემდგომი სასანქციო წნეხი რუსეთზე საშუალებას მისცემს უზრუნველყოს უკრაინა მეტად ხელსაყრელი პოზიციით შემდგომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

ამასთან, ბორელმა გამოხატა ღრმა რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლოს და ბოლოს მიიღწევა შეთანხმება სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ნავთობის ემბარგოს და „სბერბანკის“ გათიშვას SWIFT-დან.