რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსული ძალების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში, ქალაქის მერიის ერთ-ერთ შენობასთან ახლოს ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის მიერ დანიშნული სამხედრო საბჭოს ერთ-ერთ წევრზე, ვლადიმერ როდოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტის უკან „უკრაინული დივერსიული ჯგუფი“ დგას.

„ზელენსკის რეჟიმს სძულს მშვიდობიანი ცხოვრება მელიტოპოლში და სხვა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია ბოლომდე უნდა განხორციელდეს მთელ პოსტუკრაინულ სივრცეში!“ - აღნიშნა სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელმა.