ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ევროკავშირის სამიტზე ბლოკის ლიდერებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საგანგებო სამიტზე ბლოკის ლიდერებს მიმართავს.
ევროკავშირის ლიდერები, რომლებმაც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს, დღეს ბრიუსელში შეიკრიბებიან.
27 ქვეყნის ლიდერები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ, თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას და როგორ გაუმკლავდნენ კონფლიქტის შედეგებს: ენერგორესურსებზე გაზრდილ ფასებს, საკვების მოსალოდნელ დეფიციტსა და ევროკავშირის თავდაცვის საჭიროებებს.

























