დმიტრო კულებამ და ჯოზეფ ბორელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაჩქარების აუცილებლობაზე ისაუბრეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების მეექვსე პაკეტი განიხილეს.
„მადლობელი ვარ მისი მზადყოფნისთვის, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემდგომ მობილიზაციასთან დაკავშირებით. განვიხილეთ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის დასრულებასთან დაკავშირებული გართულებები. საჭიროა მისი რაც შეიძლება მალე დამტკიცება, ნავთობის ემბარგოს ჩათვლით,“- წერს კულება „ტვიტერზე“.
თავის მხრივ, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სანქციების სასწრაფო ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.
“ევროკავშირი აგრძელებს სამხედრო დახმარების მიწოდების ხელშეწყობას. შევთანხმდით სანქციებთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. ლიდერებთან ერთად განვიხილავთ, როგორ შევუწყოთ ხელი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს და ასევე განვიხილავთ რუსეთის აგრესიის გავლენას გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე,“- წერს ბორელი.

























