რუსეთის ჯარებმა ჩერნიგოვისა და სუმის დასახლებებზე იერიში მიიტანეს

რუსეთის ჯარებმა ჩერნიგოვისა და სუმის დასახლებებზე იერიში მიიტანეს

უკრაინის ჩრდილოეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ჩერნიგოვის ოლქისა და სუმის რეგიონის დასახლებებზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "დღეს შუადღისას, მტერმა რუსეთის ტერიტორიიდან ჩერნიგოვის რეგიონის სასაზღვრო დასახლებებსა და სუმის რეგიონს ცეცხლი გაუხსნეს", - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, დაახლოებით 12:43 საათზე ჩერნიგოვის რეგიონში, სემენივკას რეგიონში დასახლებებს 7 ჭურვი მოხვდა.

დაახლოებით 01:00-01:12 საათზე თვითმხილველებმა სუმის რაიონის სოფელ ბაჩივკასთან 5 ჭურვი შენიშნეს, რაც გავრცელებული ინფორმაციით, ნაღმმტყორცნებიდან იყო გასროლილი.